ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში მუსიკოს დავით ევგენიძესთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლები და მუსიკის მოყვარული ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
დავით ევგენიძემ საკუთარი კომპოზიცია შეასრულა, ასევე ადგილობრივ მუსიკოსებს საშუალება მისცა აუდიტორიისთვის რამდენიმე ნაწარმოები წარედგინა.
კომპოზიტორმა ისაუბრა მშვიდობასა და მუსიკის როლზე, რადგან მიიჩნევს, რომ მშვიდობა არის კაცობრიობისთვის ბედნიერება და ქართველი ხალხი იმსახურებს ამ ბედნიერებას.