TOPNEWS » მთავარი თემა » საზამთროსა და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების შემცველობაზე დარღვევა არ გამოვლინდა

საზამთროსა და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების შემცველობაზე დარღვევა არ გამოვლინდა

საზამთროსა და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების შემცველობაზე დარღვევა არ გამოვლინდა


სურსათის ეროვნული სააგენტო ბოსტნეულსა და ბაღჩეულ კულტურებს ნიტრატების შემცველობაზე ამოწმებს. 
სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აღებული და ლაბორატორიულად გამოკვლეულია საზამთროსა და ნესვის 36 ნიმუში. 

კვლევის შედეგად, ნიტრატების შემცველობა ნორმას არ აღემატება. 

"სააგენტოს ინსპექტორები ნიმუშებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საბითუმო, მსხვილი და მცირე სარეალიზაციო ობიექტებიდან იღებენ.  კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიაში ტარდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო სეზონურ ბოსტნეულსა და ბაღჩეულს ნიტრატების შემცველობაზე ყოველწლიურად ამოწმებს. წლის ბოლომდე კიდევ 40 ნიმუშის აღება-შემოწმებაა დაგეგმილი. შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ოპერატიულად მიეწოდება,"-აცხადებენ  სურსათის ეროვნულ სააგენტოში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu