საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ წლის საუკეთესო სპორტსმენ ქალად ხონელი მარიამ მურღვლიანი დასახელა, ხოლო წლის საუკეთესო პირად მწვრთნელად ქალებში - აკაკი კაკაბაძე.
დაჯილდოვების ცერემონიალს მიწვეული სტუმრის სტატუსით, ხონის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ბახტაძე ესწრებოდა.