TOPNEWS » მთავარი თემა » გრიგოლ ლილუაშვილი იმერეთის გუბერნიაში ბრუნდება?!
გრიგოლ ლილუაშვილი იმერეთის გუბერნიაში ბრუნდება?!
არსებული ინფორმაციით, გრიგოლ დალაქიშვილი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დაბრუნდა. დალაქიშვილი, რომელიც 2019 წლის 7 თებერვლამდე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის პოზიციაზე იყო დანიშნული, მუშაობას კვლავ იმერეთის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობაზე გააგრძელებს.
გრიგოლ დალაქიშვილი ამ დრომდე სატყეო სააგენტოს იმერეთის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა.
ცნობისთვის, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა-ლევან სანიკიძემ და ლევან კიკნაველიძემ თანამდებობები პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს.
გავრცელებულ ინფორმაციას ამ დროისთვის სამხარეო ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ.

















