რეკლამა

ქუთაისის აეროპორტში ამერიკული სწრაფი კვების რესტორანი Subway გაიხსნა

ქუთაისის აეროპორტში ამერიკული სწრაფი კვების რესტორანი Subway გაიხსნა

 დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული სწრაფი მომსახურების რესტორანი Subway გაიხსნა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იმერეთის რეგიონში პირველია, სადაც ამერიკული ბრენდი შევიდა. აეროპორტის გაფრენის დარბაზში განთავსებული Subway-ის ახალი ფილიალი ქსელის ბოლო თაობის, ე.წ. "Fresh Forward" ტიპის დიზაინს წარმოადგენს.


Subway-ის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ, USAID Georgia-ის მისიისა და საქართველოში ამერიკული რესტორნის წარმომადგენლობამ მიიღო. 

ამერიკული სწრაფი კვების პირველმა რესტორანმა Subway-მ  საქართველოში ოპერირება 2013 წელს თბილისში დაიწყო. ამჟამად საქართველოში Subway-ის ქსელი 7 რესტორნით არის წარმოდგენილი, აქედან 5 რესტორანი თბილისში, ხოლო 2 ბათუმში მდებარეობს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი რესტორნის რიგით მე-8 ფილიალი გაიხსნა. 

Subway მსოფლიოში რესტორნების ყველაზე დიდი ქსელია, რომელიც მომხმარებელს უგემრიელესი სენდვიჩების,სალათებისა და ორცხობილების ფართო არჩევანს სთავაზობს. სენდვიჩები და სალათები ახლადმომზადებული ინგრედიენტებით, მომხმარებლების თვალწინ და მათი ინდივიდუალური გემოვნების გათვალისწინებით იწყობა. 

Subway-ის ქსელის პირველი რესტორანი აშშ-ში, კონექტიკუტის შტატის პატარა ქალაქბრიჯპორტში 1965 წელს გაიხსნა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები