TOPNEWS » მთავარი თემა » ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძარი ლიკვიდირებულია

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძარი ლიკვიდირებულია

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძარი ლიკვიდირებულია

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია-ინფორმაციას ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. 

"3 სექტემბერს, ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ჩასაქრობად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებთან ერთად მობილიზდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ. 

4 სექტემბრის დილიდან ჩაქრობის სამუშაოებში ოთხი ვერტმფრენი ჩაერთო. 

ამ დროისთვის, ცოცხალი ძალის აქტიური მუშაობის შედეგად, ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევი მიზეზის მოკვლევა,"-აცხადებენ სააგენტოში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu