რეკლამა

2023 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეკორდულ მაჩვენებელს - 1,671,016 მგზავრს მოემსახურა

2023 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეკორდულ მაჩვენებელს - 1,671,016 მგზავრს მოემსახურა

2023 წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის არსებობის მანძილზე ისტორიული იყო. გასულ წელს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მგზავრთნაკადი 2022 წელთან შედარებით 103 %-ით გაიზარდა და 1,671,017 მგზავრს მოემსახურა (2022 წელი 822,486 მგზავრი).

2023 წელი რეკორდული იყო ქუთაისის აეროპორტისთვის რეისების რაოდენობის კუთხითაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წლის იანვარ-დეკემბერში 5,040 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 %-ით მეტია. (2022 წლის იანვარ-დეკემბერი 3,220 რეისი). რაც შეეხება 2023 წლის დეკემბრის თვის მონაცემებს, ამ პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 157,092 მგზავრს მოემსახურა. რაც 2022 წლის დეკემბერს 85 %-ით აღემატება. (2022 წლის დეკემბერი 85,008 მგზავრი).

2023 წლის დეკემბრის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო და გაატარა 538 რეისი. რაც 76 %-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2022 წლის დეკემბერი - 306 რეისი).

2023 წლის 16 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz Air-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება. ხოლო 19 დეკემბრიდან კი აეროპორტში ოპერირება დაიწყო ავიაკომპანია Pegasus Airlines და სტამბოლი-ქუთაისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს კვირაში 3 სიხშირით ასრულებს.


საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის,
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 20
ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.


ტეგები:

Facebook - კომენტარები