პირველად - ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.
„დინამო არენაზე“ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთს უმასპინძლა. ისტორიული მატჩი საქართველოს გამარჯვებით ანგარიშით 4: 2 დასრულდა. მოპოვებული გამარჯვებით ქართველმა ფეხბურთელებმა „ევრო 2024“-ის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვეს.
მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა 4:2 იმარჯვა. ეროვნული ნაკრებიდან გოლები გაიტანეს გიორგი ქოჩორაშვილმა, ზურიკო დავითაშილმა, ლაშა დვალმა და ნიკა კვეკვესკირმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში ლუქსემბურგს ანგარიშით 2:0 სძლია. თამაშისას დუბლი ბუდუ ზივზივაძემ შეასრულა.
„ევრო 2024“-ს 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანია უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის ქუთაისში, საზეიმო მსვლელობა მოეწყო.