TOPNEWS » მთავარი თემა » რა ხდება ბაღდათში, სადაც მესამე დღეა ხანძარს ებრძვიან?
რა ხდება ბაღდათში, სადაც მესამე დღეა ხანძარს ებრძვიან?
მესამე დღეა ბაღდათში, სოფელ ხანის ტყის ფერდობზე ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და ვერტმფრენი არის ჩართული.
როგორც top-news.ge-სთვის არის ცნობილი, ხანძრის მეტ ფართობზე გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს, ხანძარს ახალი კერები არ აქვს და მიმდინარეობს არსებული კერების დამუშავება.
სოფელში, საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებო შტაბი არის მოწყობილი.
ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი უცნობია.





