TOPNEWS » მთავარი თემა » ბაღდათის სოფელ ხანის ტყეში კვლავ ხანძარს ებრძვიან

ბაღდათის სოფელ ხანის ტყეში კვლავ ხანძარს ებრძვიან

ბაღდათის სოფელ ხანის ტყეში კვლავ ხანძარს ებრძვიან

მეორე დღეა ბაღდათის მუნიციპალიტეტში,  სოფელ ხანის მიმდებარედ,  ტყის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-მდე მეხანძრე-მაშველი, სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით, აქტიურ რეჟიმში მუშაობს.

საგანგებო შტაბში იმყოფებიან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძე, მერი ნოდარ გიორგიძე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცოცხალ ძალასა და სპეცტექნიკასთან ერთად, სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. დასახლებულ ადგილებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu