TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის მერობა ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილს სურს

ქუთაისის მერობა ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილს სურს

ქუთაისის მერობა ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილს სურს

გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის”
და პარტია “ლელო”-ს ქუთაისის მერობის კანდიდატი ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი იქნება. 

მისი დოსიე ასე გამოიყურება:

დაამთავრა ყაზანის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1984 წელს; თბილისის სასულიერო აკადემია 1993 წელს;

1992-1995წწ. ადამიანის უფლებათა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტის რელიგიურ უფლებათა დაცვის განყოფილების უფროსი; 

1992-1997წწ. ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში სამხედრო ტყვეთა, უგზოუკვლოდ დაკარგულთა და კონფლიქტურ ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის კომისიის ხელმძღვანელი; 

1995 წელს ასრულებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მრჩევლის მოვალეობას დევნილთა და ლტოლვილთა საკითხებზე; 

1995-1997წწ. "ღია საზოგადოების ინსტიტუტის" (ნიუ-იორკი) იძულებითი მიგრაციის პროექტის კოორდინატორი; 

1995-2000წწ. საქართველოს პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტის აპარატის უფროსი; 

1995-2012წწ. კალიფორნიის უნივერსიტეტის (ირვაინი) ქართულ-აფხაზური სამოქალაქო დიალოგის პროექტის ქართული მხარის კოორდინატორი; 

1998-2012წწ. "შერიგების რესურსების" (ლონდონი) ქართულ-აფხაზური პროექტების კოორდინატორი ქართული მხრიდან და "შლაინინგის პროცესის" ქართული მხარის კოორდინატორი; 

2000-2001წწ. ასრულებდა საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას; 

2000-2004 წლებში "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" აღმასრულებელი საბჭოს წევრი; 

2002-2006წწ. თბილისის საკრებულოს წევრი; 

2009-2012წწ. ხელმძღვანელობდა ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტს (ISNC); 2012წ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 

2012-2016წწ. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ, ᲐᲡᲝᲪᲘᲐᲪᲘᲘᲡ ᲐᲜ ᲯᲒᲣᲤᲘᲡ ᲬᲔᲕᲠᲘ
* საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2012)
* საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2012-2012)
* საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (2012-2012)
* საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის იფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელები", წევრი (2012-2012). 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu