TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ფსიქოლოგიის ახალ საბაკალავრო პროგრამას გერმანელი მეცნიერი უხელმძღვანელებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ფსიქოლოგიის ახალ საბაკალავრო პროგრამას გერმანელი მეცნიერი უხელმძღვანელებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ფსიქოლოგიის ახალ საბაკალავრო პროგრამას გერმანელი მეცნიერი უხელმძღვანელებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ფსიქოლოგიის ახალ საბაკალავრო პროგრამას გერმანელი მეცნიერი, ბამბერგის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, კლაუს-კრისტიან კარბონი უხელმძღვანელებს. 

პროფესორ კ.კარბონის გამოცდილება ფსიქოლოგიის კვლევისა და სწავლების სფეროში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროგრამის აკადემიური და კვლევითი ხარისხის გაძლიერებას, ამავდროულად, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ საერთაშორისო დონის ექსპერტთან, აღქმის ფსიქოლოგიასა და მასთან დაკავშირებულ მიმართულებებში.

პროფესორმა კ.კარბონმა აკადემიური ხარისხი გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში დაიცვა და ამჟამად, სრული პროფესორის პოზიციას იკავებს ბამბერგის უნივერსიტეტის ზოგადი ფსიქოლოგიისა და მეთოდოლოგიის დეპარტამენტში. ის 500-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია. მისი კვლევები ეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ესთეტიკის აღქმა, „გეშტალტი“, კოგნიტური ერგონომიკა, აღქმის პროცესი მარკეტინგში და სხვა.
ბიოგრაფია ვრცლად: https://www.uni-bamberg.de/allgpsych/leitung/

KIU ფსიქოლოგიის ახალ, ქართულ-ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამის განხორციელებას, ბამბერგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, 2025-2026 აკადემიური წლიდან იწყებს.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ: https://www.kiu.edu.ge/index.php?m=502. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu