“პოლიტიკაში ჩართვით შესაძლებლობა მეძლევა, თანაქალაქელებთან და მმართველ გუნდთან ერთად გავაგრძელო ქუთაისის განვითარებისთვის დაწყებული მნიშვნელოვანი პროექტები”

ბესიკ ჩეჩელაშვილი ქუთაისში, გამარჯვების ოლქში პარტია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატია.
დაიბადა 1974 წელს ქუთაისში, ცნობილი ექიმის, თემურ ჩეჩელაშვილის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლა. სწავლა განაგრძო საქართველოს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე.
სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. 2019 წლიდან არის დეველოპერული კომპანია “მბჯ“-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
“პატივი მაქვს, ადგილობრივ არჩევნებში ვიყო პარტია “ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი. თითოეულ მოქალაქეს აქვს ვალდებულება, თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნისა და ქალაქის განვითარებაში. პოლიტიკაში ჩართვით, შესაძლებლობა მეძლევა, თანაქალაქელებთან და მმართველ გუნდთან ერთად გავაგრძელო ქუთაისის განვითარებისთვის დაწყებული მნიშვნელოვანი პროექტები. ასევე, ხელი შევუწყო გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და რიგი საკითხების მოგვარებას, რომელიც მოსახელობის ინტერესებს ემსახურება.
ვფიქრობ, ჩემთვის ეს არის ახალი შესაძლებლობა და საშუალება, მონაწილე გავხდე ყველა იმ მიმართულების, რომელიც ქუთაისის განვითარებას ემსახურება,”-ამბობს ბესიკ ჩეჩელაშვილი.