რეკლამა

ქუთაისში "ქართული ოცნების" ბანერი დააზიანეს

ქუთაისში "ქართული ოცნების" ბანერი დააზიანეს

ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე განთავსებული "ქართული ოცნების" ბანერი-"არა ომს", "აირჩიე მშვიდობა" დააზიანეს. შესაბამისი მასალა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ხატია დეკანოიძემ გაავრცელა.

"ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ, ქუთაისში, ჩვენი საარჩევნო ბანერის დაზიანებით, ჩაიდინეს როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური დანაშაული:

1. მათ ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება. 

2. როგორც ომის პარტიის ჭეშმარიტმა წარმომადგენლებმა, მხოლოდ წარწერა „არა ომს” წაშალეს, რითაც პატრონებს ომის ერთგულება დაუდასტურეს!

პ. ს. თუ ახლა გამოხტებიან, ადმინისტრაციულიაო - კი ბატონო, უბრალოდ მერე თქვენი შეუღებავი ბანერები გექნებათ საძებნი.

ახლა ერთადერთი ის უნდა ინატრონ, იქნებ გაიწმინდოს, დასვრა გამოვიდეს და არა დაზიანებაო,"-ამგვარად გამოეხმაურა მომხდარს მმართველი პარტიიდან მამუკა მდინარაძე. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები