“ტყიბული იქნება არა მხოლოდ წარსულის, არამედ მომავლის ქალაქიც-ერთად შევძლებთ ამის უზრუნველყოფას”
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი ზვიად შალამბერიძე მაღაროელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
“დღეს ტყიბულში შევხვდი ჩვენს გმირ ადამიანებს — მაღაროელებს, რომელთა ყოველდღიური შრომა არა მხოლოდ ოჯახის სარჩოა, არამედ მთელი ქვეყნის განვითარების საყრდენია.
თქვენი თავდადება და ერთგულება საქართველოს ენერგეტიკული სიმტკიცის სიმბოლოა. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მაღაროელის შრომა იყოს უსაფრთხო, დაფასებული და სტაბილური.
უკან არ ვიხევთ — 2019 წლის შემდეგ ხელფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, ტექნიკური პირობები უმჯობესდება და ეს პროცესი გაგრძელდება.
ვიცით, რომ მაღაროს გარდა, ტყიბულს სჭირდება ახალი შესაძლებლობები — სოფლის მეურნეობა, ჩაი, ტურიზმი, ადგილობრივი წარმოება. ეს მიმართუკებებიც უნდა გაიხსნას, რათა მომავალი თაობა არა მხოლოდ მაღაროს იმედად იყოს.
თითოეული მაღაროელი უნდა მიდიოდეს სამუშაოზე ნამდვილ რწმენით, რომ უსაფრთხოდ, საღად და მშვიდად დაბრუნდება ოჯახში.
მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ყოველდღე უძლებს სიძნელეებს და ღირსეულად აგრძელებს ტრადიციას.
ტყიბული იქნება არა მხოლოდ წარსულის, არამედ მომავლის ქალაქიც — ერთად შევძლებთ ამის უზრუნველყოფას,”-ამბობს ზვიად შალამბერიძე.

















