TOPNEWS » მთავარი თემა » ონში, მდინარე ნოწარულაზე ჰესის მშენებლობა იგეგმება

ონში, მდინარე ნოწარულაზე ჰესის მშენებლობა იგეგმება

ონში, მდინარე ნოწარულაზე ჰესის მშენებლობა იგეგმება

ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ნოწარულაზე, 5.8 მგვტ დადგმული სიმძლავრის „ნოწარულა 2 ჰესის“ მშენებლობა იგეგმება. 

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გააგზავნოთ ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://ei.gov.ge/ka/info/743f4fe5-4028-40a7-a23c-38642163d0c9

 დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება: 

2025 წლის 20 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიორის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში. 

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს,”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu