რეკლამა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაღდათში ადგილობრივ მეღვინეებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაღდათში ადგილობრივ მეღვინეებს შეხვდა

"ქართული ოცნების" დელეგატი ზვიად შალამბერიძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, ბაღდათში, "შატო ვარციხე"-ში ადგილობრივ მეღვინეებს შეხვდა.

"ვისაუბრეთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით „ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმაზე და მეღვინეებისათვის კი იმ საგრანტო პროექტებსა და პროგრამებზე, რომლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის განვითარების სააგენტო და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. შეხვედრა მეღვინეებთან კითხვა პასუხის ფორმატში წარიმართა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მეღვინეობა კარგად არის განვითარებული, მეწარმეებს ხელისუფლებისგან  მრავალმხრივი ხელშეწყობა და მხარდაჭერა აქვთ. იმისთვის, რომ განვითარდნენ, მიიღონ ტურისტები და საკუთარი ნაწარმის რეალიზება შეძლონ, საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის 14 საოჯახო მარანთან მისასვლელი გზა და საპარკინგე სივრცე მოეწყო, მეღვინეებისთვის ხშირად ეწყობა ღვინის ფესტივალები და სხვადასხვა სახის კონკურსები. სულ მალე, ვარციხის ტურიზმისა და ბიზნეს განვითარების ცენტრში ღვინის ლაბორატორია გაიხსნება, რაც ხელს შეუწყობს ხარისხიანი ღვინის წარმოებას. ლაბორატორია დასავლეთ საქართველოში პირველი იქნება, რომლის ფუნქციონირება, როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე მეღვინეების ეკონომიკაზე დადებითად აისახება,"-ამბობს ზვიად შალამბერიძე. 

შეხვედრას ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, ბაღდათის მერი, კახა ენუქიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები