ქუთაისის საკრებულოს წევრები მოსახლეობას ანგარიშს ჩააბარებენ.
მოსახლეობასთან გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშით დღეს, ქუთაისის საკრებულოს წევრები მამუკა რიჟამაძე და ბესო ხამაშურიძე წარდგენენ.
საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე სმენის შეზღუდვის მქონე პირები ესწრებოდნენ, რომლებმაც ანგარიშის შესახებ ინფორმაცია ჟესტური ენის სპეციალისტის საშუალებით მიიღეს.
მამუკა რიჟამაძემ ისაუბრა როგორც საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის მუშაობის შესახებ, ასევე ვაკისუბნისა და სულხან-საბას ადმინისტრაციულ ერთეულში შესრულებულ პროექტებზე.
მიმდინარე წელს გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშის ფორმატში ისაუბრა საკრებულოს წევრმა, ბესო ხამაშურიძემ.
ანგარიშის წარდგენა "აია"არენას საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.