რეკლამა

"ასაკოვანი ქალბატონი სასწრაფომდე მაშველებმა მიიყვანეს,"-ზესტაფონის სოფელში გზას ითხოვენ

"ასაკოვანი ქალბატონი სასწრაფომდე მაშველებმა მიიყვანეს,"-ზესტაფონის სოფელში გზას ითხოვენ

ზესტაფონის სოფელ დილიკაურში, ეჯიბაძე-აბულაძეების უბანში გზის მოწესრიგებას ითხოვენ. 

ადგილობრივების თქმით, სოფელში გზა არ არის, წლების მანძილზე კი მხოლოდ დაპირებები ესმით.

"ადამიანი ავად რომ გახდეს, სასწრაფო ვერ მიდის და უწევთ მაშველების გამოძახება, რათა ავადმყოფი მიიყვანონ მანქანამდე. გუშინ  ცუდად იყო ასაკოვანი ქალბატონი. სასწრაფო რა თქმა უნდა, ვერ მივიდა ადგილზე და მაშველებმა გადაიყვანეს. არის დაღარული გზა, ქვებით და აყალო მიწა, რომელზეც წვიმიანი ამინდის შემთხვევაში გადასვლა შეუძლებელია,"-ამბობს ადგილობრივი ნათია მიქაუტაძე.

საინფორმაციო სააგენტო topnews.ge საკითხთან დაკავშირებით ზესტაფონის მერიას დაუკავშირდა. მერიის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები