რეკლამა

"ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება პარტიის მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომა"

"ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება პარტიის  მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომა"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"
თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს 
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები თანამდებობის დატოვებას ურჩევენ.

მათი თქმით, პარტიაში შექმნილ მძიმე და არასახარბიელო მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ახალმა მენეჯმენტმა და პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ.        

"2024 წელი, ოლიგარქიული, პრორუსული რეჟიმის დასამარცხებალად გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლის წელიწადი უნდა იყოს და ასეთ მნიშვნელოვან მომენტში,  პარტიის ამჟამინდელი მენეჯმენტის ქმედებები თუ უმოქმედობა  უაღრესად დამაზარალებელია.

მივიჩნევთ რომ, ამ მოცემულობაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება პარტიის  მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომა. რასაც მალევე უნდა მოჰყვეს პარტიის ყრილობის ჩატარება, რომელიც მაღალი ლეგიტიმაციით აირჩევს ახალ მმართველ ორგანოს. 

1. გიორგი კილაძე
2. დავით ბახტაძე
3. ქეთევან ხურციძე
4. გაგა მანაგაძე
5. რომანი ქვაჩაკიძე
6. თედო მესხი
7. ნინო ბიბილეიშვილი,"-ნათქვამია განცხადებაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები