გაფიცვის მეორე დღე ჭიათურაში -მუნიციპალიტეტში 13 მაღარო გაჩერებულია. მაღაროელები სამუშაოს შესრულებაზე ამ დრომდე ამბობენ.
დარკვეთის მაღაროს თანამშრომლების მოთხოვნა 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადასვლაა, რაც გულისხმობს თვეში 15 დღით მუშაობასა და მომდევნო 15 დღით დასვენებას. ასევე, ანაზღაურების გაზრდას. თუმცა, მათი თქმით, "ჯორჯიან მანგანეზი" მაღაროელების მოთხოვნას, ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით არ აკმაყოფილებს.
"დღესდღეობით არც ერთი მაღარო არ მუშაობს. ეს მაღარო უკვე "ვახტურ რეჟიმზე" უნდა იყოს გადასული. უკვე 2-ჯერ ამოვიდა მაღაროს დირექტორი და გვეუბნება ერთსა და იგივეს, იმუშავეთ 12 საათი, ოღონდ ისევ ძველი სატარიფოთი, რაც მიუღებელია ჩვენთვის. ველოდებით, რომ დარეკონ, ჩავიდეთ მოლაპარაკებაზე. რა თქმა უნდა, კიდევ არ ვართ დარწმუნებულები, რომ წამოვლენ ჩვენს მოთხოვნაზე. პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული," - ამბობს ერთ-ერთი მაღაროელი.