TOPNEWS » მთავარი თემა » ეროვნული გამოცდების დაწყებამდე საგამოცდო ცენტრების აღჭურვის ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს

ეროვნული გამოცდების დაწყებამდე საგამოცდო ცენტრების აღჭურვის ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს

ეროვნული გამოცდების დაწყებამდე საგამოცდო ცენტრების აღჭურვის ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს

2025 წლის გამოცდების დაწყებამდე საგამოცდო ცენტრების შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვის ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს. 
 
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი მოდებაძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი საგამოცდო ცენტრებში მიმდინარე სამუშაოებს ქალაქ გორის, ოზურგეთის, ბათუმისა და ხულოს  შემდეგ  ფოთში, ზუგდიდსა და ქუთაისში გაეცნენ.
 
ცენტრების მზადება გამოცდებისათვის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს - მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილი 24-ვე საგამოცდო ცენტრი 3 ივლისს აპლიკანტების მისაღებად სრულ მზადყოფნაში იქნება.

2025 წლის საგამოცდო პროცესი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu