TOPNEWS » საზოგადოება » დასავლეთ საქართველოში ცხელი ამინდი შენარჩუნდება

დასავლეთ საქართველოში ცხელი ამინდი შენარჩუნდება

დასავლეთ საქართველოში ცხელი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6-7 ივლისს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ზოგან +35, +37 გრადუსამდე მოიმატებს.  8-9 ივლისს ტემპერატურა +25, +30 გრადუსამდე დაიკლებს და    მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.

"აღმოსავლეთ საქრთველოში 10 ივლისამდე შენარჩუნებული იქნება მაღალი ტემპერატურული ფონი (+30, +35 გრადუსი). ზოგან მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და სეტყვა.

თბილისში მხოლოდ 7 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, დანარჩენ დღეებში კი დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება,"-აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu