ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქვეყნის პრეზიდენტს ლექციის წაკითხვის უფლება არ მისცეს. სასწავლებლის რექტორი შალვა კირთაძე აღნიშნულს იმით ხსნის, რომ სასწავლებელში საგამოცდო პერიოდია და სტუდენტები მხოლოდ გამოცდებზე დადიან.
"ჩვენგან მიწოდებულია ესეთი ინფორმაცია, რომ ამ პერიოდში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება საგამოცდო პერიოდი, ლექციები არ არის, სტუდენტები არ დადიან და ეს ბავშვები მოდიან მხოლოდ გამოცდებზე და უკანვე მიდიან სამეცადინოდ სახლში და აქედან გამომდინარე, არ არის სასურველი პერიოდი იმისთვის, რომ ჩატარდეს ესეთი ღონისძიება.,"-ამბობს შალვა კირთაძე.
ცობისთვის, ევროინტეგრაციის თემაზე საჯარო ლექციის ჩატარებაზე სალომე ზურაბიშვილს უარი თსუ-ს და ზუგდიდის უნივერსიტეტებმაც განუცხადეს.