ქუთაისი დრიფტში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს

ქუთაისი დრიფტში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს

15-16 ივლისს, ქუთაისში დრიფტში საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი  ჩატარდება.

ღონისძიების ორგანიზატორები  საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია და ა(ა)იპ "ბეემვეს კლუბი" არიან. 

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მოსამზადებელი სამუშაოებისა და  დრიფტის  შეუფერხებლად
განხორცილებისთვის,  წინასწარ  გასაზღვრულ ტერიტორიაზე  მოხდება  სატრანსპორტო საშუალებათა
მოძრაობისა და პარკირების შეზღუდვა (გზის გადაკეტვა). 

"14 ივლისის 21:00 საათიდან - 17 ივლისის 21:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალებათა პარკირება  შეიზღუდება  და გზა  გადაიკეტება  თამარ მეფის ქუჩისა და სოლომონ პირველის ქუჩის კვეთიდან, მანდარიას ქუჩისა და წერეთლის ქუჩის კვეთამდე,"-აცხადებენ ქუთაისის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები