რეკლამა

ლაშა ტალახაძე: დღეს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს

ლაშა ტალახაძე: დღეს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს

საჩხერეში, სოფელ სხვიტორის საჯარო სკოლაში გახსნილ 39-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა არჩევანი “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიის წევრმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ. მისი თქმით,  მან ხმა მისცა მშვიდობას, ერთობას და ქვეყნის ევროპისკენ სვლას.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ასევე მიმართა მოქალაქეებს და მათ აქტიურობისკენ მოუწოდა. ტალახაძის თქმით, დღეს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს. რაც შეეხება საარჩევნო ტექნოლოგიებს, ლაშა ტალახაძე ამბობს, რომ პროცესი მარტივია და ამაში ყველა დარწმუნდება, როდესაც თავად მივა არჩევნებზე. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები