TOPNEWS » მთავარი თემა » ჭიათურელი პედაგოგი „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ გამარჯვებული გახდა

ჭიათურელი პედაგოგი „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ გამარჯვებული გახდა

ჭიათურელი პედაგოგი „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ გამარჯვებული გახდა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ გამარჯვებულს, ჭიათურის მე-4 საჯარო სკოლის პედაგოგ ნანა ბურძენიძეს მიღწეული წარმატება მიულოცა.

გივი მოდებაძემ აღნიშნა, რომ ნანა ბურძენიძის წარმატება საამაყო მიღწევაა მთელი მუნიციპალიტეტისთვის.

მერმა პედაგოგს მადლობა გადაუხადა პასუხისმგებლობისა და დაუღალავი შრომისთვის, რომლითაც ის წლების განმავლობაში ემსახურება განათლების სფეროსა და ახალგაზრდა თაობის აღზრდას. გივი მოდებაძემ  ჭიათურის მე-4 საჯარო სკოლის პედაგოგს წარმატებები და ახალი პროფესიული მიღწევები უსურვა.

27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს, განათლების სისტემისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და 10 000 ლარის ოდენობით ფულადი ჯილდო 10 პედაგოგს გადაეცა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu