რეკლამა

საქართველოში კვერცხის წარმოება მცირდება, ხორცისა და რძის კი იზრდება - „საქსტატი“

საქართველოში კვერცხის წარმოება მცირდება, ხორცისა და რძის კი იზრდება - „საქსტატი“

წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.6 პროცენტით შემცირდა და 905.2 ათასი სული შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით 905.2 ათასი სული რქოსანიდან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 414 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 7.6 პროცენტით ჩამორჩება. ღორის რაოდენობა 155.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 2.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა კი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16.8 პროცენტით შემცირდა და 7.7 მილიონი ფრთა შედგინა.

ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 1-ელ კვარტალში რძის წარმოებამ 112.3 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.2 პროცენტით მეტია. ხორცის წარმოებამ 18.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 3.3 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 168.3 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.9 პროცენტით ჩამორჩება.


ტეგები:

Facebook - კომენტარები