"პიროტექნიკა აზიანებს გარემოს და სტრესულად მოქმედებს ცხოველებსა და ფრინველებზე"

"პიროტექნიკა აზიანებს გარემოს და სტრესულად მოქმედებს ცხოველებსა და ფრინველებზე"

არ ისროლო ფეიერვერკი! არა პიროტექნიკას!-ამ მოწოდებით ინფორმაციას ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს. 

მათი განცხადებით, პიროტექნიკა აზიანებს გარემოს და სტრესულად მოქმედებს ცხოველებსა და ფრინველებზე!

"სადღესასწაულო აღნიშვნის ამ ფორმას კი, სამწუხაროდ, უბედური შემთხვევები მოსდევს. 

დღესასწაულების დროს გამოყენებული ფეიერვერკებით და პიროტექნიკით მიყენებული სხვადასხვა სახის ზიანი, ადამიანებსა თუ გარემოზე, დასტურდება სხვადასხვა დროს ჩატარებული მრავალი კვლევით.

აღნიშნული კვლევები კი ცხადყოფს, რომ პიროტექნიკის გამოყენებით ატმოსფერული ჰაერი ბინძურდება მეტალის კომპონენტებით და აფეთქებისას გამოყოფილი მავნე აირებით.

დაბინძურებული ჰაერის ინჰალაციის (შესუნთქვის) შედეგად, მაღალი რისკის ქვეშ ექცევიან ზედა სასუნთქი გზების დაავადებების მქონე პირები, განსაკუთრებით კი ის ადამიანები, რომელთა ასთმაც არ არის კარგად კონტროლირებული.

დიდი რაოდენობით მომწამვლელი ნივთიერებების შესუნთქვამ, როგორც ჯანმრთელ, ასევე სასუნთქი სისტემის დაავადების მქონე ადამიანებში, შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი, სუნთქვის გაძნელება, „მოხჩობის“ შეგრძნება, ხველა, ცხვირიდან გამონადენი, ცრემლდენა, თვალების, ცხვირის ქავილი და ა.შ.

როგორ გმოიქცეთ, თუ აღმოჩნდით გარემოში, სადაც გამოყენებულ იქნა ნებისმიერი სახის ასაფეთქებელი საშუალება?

- მიიღეთ თქვენი ალერგიის საკონტროლო პრეპარატები!

- შენობაში, ასაფეთქვებელი საშუალებების შემთხვევით გაშვების შემთხვევაში, გაანიავეთ ოთახი, ჩამოიბანეთ თვალები და სახე!

- მოერიდეთ ფეირვერკების ქვეშ დგომას!,"-აცხადებენ ცენტრში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები