იმერეთში მოსულმა ძლიერმა თოვლმა პრობლემები შეუქმნა იმერეთის მუნიციპალიტეტების ნაწილის ენერგომომარაგებას

იმერეთში მოსულმა ძლიერმა თოვლმა პრობლემები შეუქმნა იმერეთის მუნიციპალიტეტების ნაწილის ენერგომომარაგებას

დიდთოვლობის გამო "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. 
 
კომპანიის ინფორმაციით, იმერეთში მოსულმა ძლიერმა თოვლმა პრობლემები შეუქმნა იმერეთის მუნიციპალიტეტების ნაწილის ენერგომომარაგებას. 26 დეკემბრის 11:00 საათისთვის არსებული მონაცემებით, ელექტროენერგია მიეწოდება ყველა რაიონულ ცენტრს. დროებითი შეზღუდვებია მთიან სოფლების ნაწილში, სადაც დიდთოვლობის გამო დაზიანებული ქსელის აღდგენა შეუჩერებლად მიმდინარეობს. 

"სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ როგორც მაღალი, ისე დაბალი ძაბვის ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რომ დაზიანებების აღმოფხვრა ოპერატიულად მოხდეს. ადგილობრივ პერსონალთან ერთად სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობენ აღმოსავლეთ საქართველოდან ჩამოსული დამხმარე ტექნიკური ბრიგადები. ყველგან, სადაც შესაძლებელია ტექნიკით ან ფეხით მისვლა, მუშაობს კომპანიის ტექნიკური სამსახური.

დიდთოვლობამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, მოტეხილმა ხეებმა გაწყვიტა კაბელები. დღის მეორე ნახევრისთვის გათიშული აბონენტების უმრავლესობას დენის მიეწოდება აღუდგება,"-აცხადებენ კომპანიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები