TOPNEWS » მთავარი თემა » სამტრედიაში იპოდრომს რეაბილიტაცია უტარდება
სამტრედიაში იპოდრომს რეაბილიტაცია უტარდება
სამტრედიის იპოდრომზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული განახლება გრძელდება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უკვე დასრულდა თანამედროვე თავლის მოწყობა, ხოლო ტრიბუნების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.
“აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სპორტული ტურიზმის განვითარებასა და ახალგაზრდების დასაქმებას,”-აცხადებენ მერიაში.





