რეკლამა

ბაღდათის სოფელ როხში ბაღის შენობას რეაბილიტაცია უტარდება

ბაღდათის სოფელ როხში ბაღის შენობას რეაბილიტაცია უტარდება

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ბაღის შენობის სახურავი იცვლება, შენობა მთლიანად ახალ თუნუქში მოექცევა, რომლის დასრულების შემდეგ  გარე ფასადის კეთილმოწყობა განხორციელდება. საბავშვო  ბაღის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდება.

 როხის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან, მაჟორიტარ დეპუტატთან  და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო.


ტეგები:

Facebook - კომენტარები