რეკლამა

როგორი იყო 2023 წელი ვანისთვის და რა პროექტებს გეგმავს ხელისუფლება 2024 წლისთვის?

როგორი იყო 2023 წელი ვანისთვის და რა პროექტებს გეგმავს ხელისუფლება 2024 წლისთვის?

საინფორმაციო სააგენტო Top-news.ge გთავაზობთ ინტერვიუს ვანის მუნიციპალიტეტის მერთან, ალექსანდრე გოგორიშვილთან. 

ბატონო ალექსანდრე, შევაჯამოთ 2023 წელი. მიმდინარე წელს ვანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, რამაც მუნიციპალიტეტის იერ-სახე შეცვალა. რომელია ეს პროექტები და რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათი განხორციელება მუნიციპალიტეტისათვის?

2023 წელი ვანისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი წელი იყო. მიმდინარე წელს ვანში განხორციელდა საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის — 16 პროექტი  14.8 კმ; მიმდინარეობს 6 პროექტი  5.6 კმ; მოეწყო და რეაბილიტირდა — 2 სკვერი; აშენდა და რეაბილიტირდა 1 კულტურის ობიეტი, სადაც განთავსებულია მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი და ვანის ტურიზმის ცენტრი;  მიმდინარე წელს იგეგმება/უკვე დაწყებულია 1 ბაღის მშენებლობა; მიმდინარეობს 2- სკოლის რეაბილიტაცია;  გაზიფიცირდა 4 დასახლებული პუნქტი, რითაც დასრულდა გაზიფირების პროექტის განხორციელება. შედეგად, 1100 აბონენტს მიეცა ქსელზე დაერთების საშუალება. იმედი გვაქვს, 2024 წელსაც გაგრძელდება პროგრამა „განახლებული რეგიონები“.

 მინდა გკითხოთ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტზე. რამდენით განისაზღვრა ვანის მთავარი ფინანსური დოკუმენტი და როგორ გადანაწილდა ბიუჯეტის პრიორიტეტები?
  ვანის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი  განისაზღვრა 12 800,0 ათასი ლარის   ოდენობით.   მათ შორის  ინფრასტრუქტურის   განვითარების პროგრამებზე მიიმართა 565,0 ათასი ლარი, დასუფთავების ღონისძიებებზე 1000,0 ათასი ლარი, სკოლამდელი აღზრდის   დაწესებულებების დაფინანსებაზე 3000,0   ათასი   ლარი, კულტურისა და  სპორტის სფეროს ასიგნებები განისაზღვრა 2380,0 ათასი ლარით, ჯანმრთელობის   დაცვისა  და   სოციალური   უზრუნველყოფის   პროგრამები  1140,0 ათასი ლარით. ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის ასიგნებაზე გამოიყო 100,0 ათასი ლარი, ხოლო  მმართველობითი  ხარჯების დაფინანსებაზე 4615,0 ათასი ლარი.  

 ვანის სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს სასოფლო და საუბნო გზების მოწესრიგება. თუ რჩება სოფლები, სადაც მისასვლელი მთავარი გზები რეაბილიტაციას საჭიროებს?
ვანის მუნიციპალიტეტის 20-ვე სოფელში გაკეთებულია მისასვლელი გზები. მიმდინარეობს და 2024 წლსაც გაგრძელდება შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია.
 

ვანს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი. სამომავლოდ რა პროექტები იგეგმება იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო ცნობადი გახდეს? 
დაგეგმილია, სოფელ გადიდის ტერიტორიაზე, ყოფილი პიონერთა ბანაკის ტერიტორიაზე რეკრიაციული ზონის მოწყობა და მასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.
 
მინდა გკითხოთ 2024 წელს დაგეგმილ პროექტებზე. რა არის ის გეგმები, რომელიც ვანთან დაკავშირებით გაქვთ? რა მნიშვნელოვანი სოციალური, ინფრასტრუქტურული თუ ეკონომიკური პროექტები იგეგმება ვანში 2024 წელს?

2024 წელსაც გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, მათ შორის პროგრამა „განახლებული რეგიონები“-ის ფარგლებში. იგეგმება ვანის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის სრული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტაცია;
იგეგმება კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია; ვანისა და ბაღდათის ეპარქიის  ვანის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე ღია ამფითეატრის მოწყობა; დაიწყება ქალაქის ტერიტორიაზე საკანალიზაციო ქსელის და წყალარინების სისტემების მოწყობა; სასმელი წყლის ქსელის სრული განახლება. 

 და ბოლოს, ბატონო ალექსანდრე,  რას ეტყოდით ვანის მოსახლეობას?

ვისურვებდი, რომ დამდეგი 2024 წელი იყოს დღეგრძელობის, სიკეთით, სიყვარულით და ბედნიერებით დატვირთული წელი.  მჯერა, რომ ჩვენი ერთიანობით, დასახული მიზნისკენ დაუღალავი სწრაფვით, მუხლჩაუხრელი შრომითა და ერთმანეთის სიყვარულით შევძლებთ, რომ უკეთეს ვანში ვიცხოვროთ!


ტეგები:

Facebook - კომენტარები