TOPNEWS » მთავარი თემა » როდის შეიკრიბება ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულო?
როდის შეიკრიბება ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულო?

ქუთაისის ახალი, მერვე მოწვევის საკრებულო 25 წევრიანი იქნება.
ცესკოს მიერ საკრებულოს ახალი წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ძველი, მეშვიდე მოწვევის საკრებულო უფლებამოსილებას დაკარგავს.
არსებული წინასწარი მონაცემებით, “ქართული ოცნების” გარდა, საკრებულოში “ლელო”, “გახარია საქართველოსთვის” და “გირჩი” თითო-თითო წარმომადგენლით შევლენ.
ცესკოს საბოლოო მონაცემები მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.