TOPNEWS » მთავარი თემა » რაზე ესაუბრნენ გუბერნატორებს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები?

რაზე ესაუბრნენ გუბერნატორებს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები?

რაზე ესაუბრნენ გუბერნატორებს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები?

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახა გულედანმა, ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად, სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრა გამართა. 

შეხვედრაზე რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს, ასევე სხვადასხვა მიმართულებით არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო სამინისტროებთან კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას, რეგიონებში არსებული გამოწვევების მოკლე ვადებში გადასაჭრელად.

აღნიშნულ შეხვედრაზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა დეტალურად ისაუბრა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ აზნაურაშვილი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი თეა ონიანი, საქართველოს კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან გოგელაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, მოადგილეები ზურაბ იაშვილი და ზაზა კვიციანი.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu