რეკლამა

როგორი იქნება ხარაგაულის სოფელ ვაშლევის სკოლა რეაბილიტაციის შემდეგ?

როგორი იქნება ხარაგაულის სოფელ ვაშლევის სკოლა რეაბილიტაციის შემდეგ?

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოები, რომლის ღირებულება 2 მლნ ლარზე მეტია, სამშენებლო ნორმების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით ხორციელდება.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ 200 მოსწავლეზე გათვლილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო სივრცეებთან ერთად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული კლას-კაბინეტები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურ სოთახი, მრავალფუნქციური სპორტული დარბაზი და ღია სპორტული მოედანი.

სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: მოეწყობა ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.   

სკოლის მოსწავლეები და მათი მასწავლებლები სასწავლო პროცესს, სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურითა და რესურსებით უზრუნველყოფილ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში გააგრძელებენ.


ტეგები:

Facebook - კომენტარები