TOPNEWS » მთავარი თემა » ვანში ჩაკეტილი 15 სოფლიდან 7 სოფელთან მისასვლელი გზა გაიწმინდა

ვანში ჩაკეტილი 15 სოფლიდან 7 სოფელთან მისასვლელი გზა გაიწმინდა

ვანში ჩაკეტილი 15 სოფლიდან 7 სოფელთან მისასვლელი გზა გაიწმინდა

ვანის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

ვანის მერის, ალექსანდრე გოგორიშვილის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სულ ჩაკეტილი იყო 15 სოფელი. 27 თებერვლის მდგომარეობით, 7 სოფელი უკვე გახსნილია. 

“მუშაობს 9 ერთეული მძიმე ტექნიკა და დღეს დამატებით, დღის ბოლომდე 5-6 სოფელი გაიხსნება. დამატებით კიდევ ველოდებით მძიმე ტექნიკას. ჩვენთან ძირითადად მაღალმთიანი სოფლები იყო ჩაკეტილი და რელიეფის გამო, მძიმე ტექნიკას უჭირდა მუშაობა. დავამატეთ მუხლუხებიანი მძიმე ტექნიკა, რომელმაც საშუალება მოგვცა სხვადასხვა მიმართულებით გზები გაგვეხსნა. ინტენსიურად მუშაობს მძიმე ტექნიკა. დაახლოებით ორ დღეში ყველა სოფელთან გაიხსნება გზა და ჩვენს მოსახლეობას საშუალება ექნება მუნიციპალურ ცენტრს დაუკავშირდეს,”-ამბობს ალექსანდრე გოგორიშვილი. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu