ქუთაისში, ნიკეას №12 მისამართზე მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი დავით ფარცვანია შეხვდა. ფარცვანია ადგილზე გაეცნო დევნილთა საჭიროებებს და ობიექტზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათალიერა.
"ობიექტის სახურავი სამინისტროსა და ქუთაისის მერიის თანადაფინანსებით რეაბილიტირდა. შეხვედრის ფარგლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმომადგენლებს სხვადასხვა სახის სამუშაოებისთვის საჭირო ინსტრუმენტები და ხელსაწყოები გადავეცით.
ჩვენ სისტემატურად ვხდებით აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას, ადგილზე ვეცნობით მათ წინაშე მდგარ გამოწვევებს და მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, საჭიროებების შესაბამის ინფრასტრუქტურულ და სხვა სახის პროექტებს ვახორციელებთ, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი დევნილი მოქალაქეების სოციალური და ინფრასტრუქტურული პირობების გაუმჯობესებას,"-აცხადებს დავით ფარცვანია.