TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის მერს სამი მოადგილე ეყოლება

ქუთაისის მერს სამი მოადგილე ეყოლება

ქუთაისის მერს სამი მოადგილე ეყოლება

ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა ახალი მოადგილეები წარადგინა. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ გიორგი ცხაკაია, მოადგილედ კი, შალვა მშვილდაძე დაინიშნა. 

გიორგი ცხაკაია მიმდინარე წლის 12 ივნისიდან დღემდე ქუთაისის მერის მოადგილედ მუშაობდა. მერის პირველი მოადგილის საკურატურო სფერო იქნება სივრცის დაგეგმარების ,ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების, მუნიციპალური და საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურები; სპორტული დაწესებულებები.

შალვა მშვილდაძეს სახელმწიფო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს:  2017- 2021 წლებში იყო ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, 2022 წლიდან დღემდე მუშაობდა  სს “ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ფინანსურ დეპარტამენტში. მერის მოადგილე კურირებას გაუწევს სოციალურ და ჯანდაცვის  სფეროებს, იმერეთის დანიშნულების  ადგილის მართვის ორგანიზაციას, ბაგა-ბაღების გაერთიანებას,  კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას, სამეცნიერო ბიბლიოთეკასა და ბოტანიკურ ბაღს.

 მერის მოადგილის  დავით ნიშნიანიძის საკურატორო მიმართულებებია: საფინანსო პოლიტიკა, ეკონომიკური განვითარება, ქონებისა და ტრანსპორტის მართვა, „სპეციალური სერვისები“, „ქუთგანათების სერვისი“, „პარკინგსერვისი“.

დავით ერემეიშვილმა საპასუხისმგებლო თანამდებობზე დანიშვნა მიულოცა მოადგილეებს და იმ მასშტაბურ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელება ქუთაისში უკვე დაწყებულია. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu