TOPNEWS » მთავარი თემა » “კვლავ ერთად უნდა ვაქციოთ ვანი კიდევ უფრო განვითარებულ, უსაფრთხო და თანასწორი შესაძლებლობების ადგილად”
“კვლავ ერთად უნდა ვაქციოთ ვანი კიდევ უფრო განვითარებულ, უსაფრთხო და თანასწორი შესაძლებლობების ადგილად”
ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი მერის მოვალეობის მესამე ვადით შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა.
“შევუდექი ვანის მუნიციპალიტეტის მერის საქმიანობის შესრულებას. გულწრფელ მადლობას ვუხდი თითიოეულ ვანელს, რომ უკვე მესამედ გამომიცხადა ნდობა და ამირჩია.
მჯერა და უდიდესი მოლოდინი მაქვს იმისა, რომ ჩემს გუნდთან ერთად შევძლებ მოსახლეობას შევუქმნათ ცხოვრების უკეთესი პირობები, გავაგრძელოთ ქალაქის განვითარებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა. შევასრულოთ ჩვენი თანაქალაქელებისთვის მიცემული დანაპირები.
ჩვენ კვლავ ერთად უნდა ვაქციოთ ვანი კიდევ უფრო განვითარებულ, უსაფრთხო და თანასწორი შესაძლებლობების ადგილად, სადაც ღირსეული შრომა დაფასებულია, საჯარო სერვისები- თანაბრად ხელმისაწვდომი,”-ამბობს ალექსანდრე გოგორიშვილი.

















