TOPNEWS » მთავარი თემა » “კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე”

“კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე”

“კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე”

ტყიბულის უკვე ყოფილი მერი დავით ჩერქეზიშვილი მერის პოზიციაზე მუშაობის 4 წელს აჯამებს. ყოფილი მერი ამბობს, რომ რჩება ტყიბულის მოსახლეობის თანამდგომად და გულშემატკივრად.

“ჩემო კეთილო მეგობრებო, ძვირფასო ტყიბულელებო!

დასრულდა ჩემი ოთწლიანი საქმიანობის ციკლი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის პოზიციაზე. ჩემთვის იყო პატივი მემსახურა მშობლიურ მხარეში, ვყოფილიყავი თითოეული თქვენგანის სამსახურში და კიდევ უფრო საამაყოა, რომ გვქონდა შესაძლებლობა ერთად შეგვეტანა საკუთარი წვლილი ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მხარის განვითარებაში.

მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ იმ სითბოსთვის და დამოკიდებულებისთვის, რომელიც მუდამ იგრძნობოდა ამ ოთხი წლის მანძილზე, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რითაც ვამაყობ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე-“ტყიბული, ოკრიბა, ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მხარე, ღვთისგან ბოძებული განუმეორებელი ბუნებით, წინაპართა დატოვებული სიწმინდეებითა და ულამაზესი ქალაქით, მაღალი შეგნებისა და საკუთარ მიწა-წყალზე შეყვარებული კეთილშობილი ხალხით.“ 

ჩვენ ვხედავთ, ბოლო პერიოდში შესამჩნევადაა გაზრდილი ტყიბულის განვითარების ტემპები, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე კულტურის, სპორტის, განათლებისა და სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებებით, რაც თავის მხრივ, როგორც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევის, ასევე თქვენი აქტიური  ჩართულობისა და მხარდაჭერის  შედეგია.

თუმცა რასაკვირველია, მნიშვნელოვანი გამოწვევები ისევ რჩება და მჯერა, რომ ახალი ადმინისტრაცია, ჩვენი გუნდის წევრები ახლად არჩეული მერის დავით კუბლაშვილის ხელმძღვანელობით არ დაიშურებენ ძალისხმევას კიდევ უფრო

მაღალი ტემპებით გაგრძელდეს ტყიბულის განვითარება!

ამასთან ერთად, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, თანამშრომლებს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს ერთობლივი შრომისა და მაღალი პასუხისმგებლობისთვის, ვუსურვო მათ ახალი შესაძლებლობებითა და ბედნიერი სიახლეებით სავსე მომავალი, რომელსაც ნამდვილად იმსახურებენ!! 

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სადაც დიდი სურვილია, იქ გადაულახავი დაბრკოლებები არ არსებობს, ამიტომ ერთმანეთზე ზრუნვა მხოლოდ ჩვენი სურვილი და არჩევანია!!

მიიღეთ ჩემი პატივისცემა და სითბო, მე არ გემშვიდობებით როგორც თქვენი თანამდგომი და გულშემატკივარი, არამედ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე,”-ამბობს დავით ჩერქეზიშვილი. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu