TOPNEWS » მთავარი თემა » თერჯოლის მერიასთან ერთკაციანი აქცია გაიმართა

თერჯოლის მერიასთან ერთკაციანი აქცია გაიმართა

თერჯოლის მერიასთან ერთკაციანი აქცია გაიმართა


თერჯოლის მერიასთან ერთი კაცის აქცია გაიმართა. 

ანა რობაქიძე ამბობს, რომ სურს მისი ხმა საზოგადოებას ამგვარად მიაწვდინოს. მოქალაქე “ქართული ოცნების” იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის თანახმად, 2028 წლამდე ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების პროცესი ხელისუფლებამ  შეაჩერა. 

“თერჯოლის მერიასთან ვიდგები, მოდით და დადექით ვისაც გული შეგტკივათ!

წეღან ჩამოვფრინდი, გამოუძინებელი და მოუწესრიგებელი ვარ. გული გამისკდებოდა, ჩემი ხმა ფეისბუქს რომ არ გასცდენოდა.

პირდაპირ ეთერს ჩავრთავ და ვიდგები ჩემი ბანერით. კაციშვილს ხელს არ შევუშლი. 

დედაჩემს ეშინია და გასაგებია, რატომაც. ერთი ზუსტად ვიცი, მამაჩემი და ჩემი და მაგრად იამაყებდნენ ჩემით,”-ამბობს ანა რობაქიძე. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu