25 ივნისს, საერთაშორისო ფესტივალის „თეატრალური იმერეთის“ ფარგლებში, ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრის სცენა ვანის სახალხო თეატრს დაეთმო. რეჟისორმა ლაშა ლომჯარიამ საინტერესო და ემოციებით დატვირთული სპექტაკლი „გაკვეთილი“ წარმოადგინა, რომელიც ეჟენ იონესკოს პიესის მიხედვით შეიქმნა.
„გაკვეთილი“ ავტორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესაა, რომელიც აბსურდის სტილში წარმოგვიდგენს ჭკუიდან გადასული პროფესორისა და მისი სტუდენტის ხანმოკლე გაკვეთილს.
მაყურებლებს საშუალება ჰქონდათ ენახათ მსახიობების- მარიამ ლომიძის, გიგა ბუბუტეიშვილის, აბელ სოსელიას და ამირან შარაშენიძის შთამბეჭდავი თამაში სცენაზე.
სპექტაკლს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის მოადგილეები გოჩა ჭუბაბრია და ვლადიმერ ხელაძე ესწრებოდნენ.
საერთაშორისო ფესტივალმა წელს მე-15 სეზონი გახსნა. 12-26 ივნისის ჩათვლით 17 სპექტაკლის ჩვენება გაიმართა და წარმოდგენილი სპექტაკლებით დაუვიწყარი ემოციები აჩუქა მაყურებელს.
ფესტივალი "თეატრალური იმერეთი“ დღეს 26 ივნისს დაიხურება. წარმატებებს ვუსურვებთ მონაწილეებს.