გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ვანის სოფელ ტობანიერში, სადაც 6 თებერვალს მეწყერი ჩამოწვა. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია.
"მთიდან ჩამოსულმა მასამ დააგუბა მდინარე „ყუმურის“ კალაპოტი, თუმცა რადგან ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე მოდიდებული იყო, ჩამოშლილმა მასამ მისი შეჩერება ვერ შეძლო და მდინარე თავის კალაპოტს დაუბრუნდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს მოლაპარაკება მოსახლეობასთან მათი უსაფრთხო ადგილზე გადასაყვანად. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მუნიციპალიტეტის მერს პირად კონტროლზე ყავს აყვანილი სამუშაოების წარმოების მიმდინარეობა,"-აცხადებენ ვანის მერიაში.