რა ეტაპზეა ქუთაისის ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები?

რა ეტაპზეა ქუთაისის ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები?

კულტურის მინისტრი ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

უწყების ცნობით, აღნიშნული რეაბილიტაცია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს, რაც ქუთაისის ოპერის აღორძინებასა და განვითარებას ემსახურება.

"ოპერის აღდგენის ფარგლებში უკვე დასრულებულია: სადემონტაჟო და გადახურვის სამუშაოები; წყალგაყვანილობის, ელექტროენერგიის, სუსტი დენების, გარე და შიდა კანალიზაციის, გახმოვანების, სახანძრო ვენტილაციის, გათბობა-გაგრილების პირველადი მონტაჟი.

მნიშვნელოვანია, რომ ევროპული სტანდარტების შესაბამის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრს რეაბილიტაციის შემდეგ გამოჩენილი ქართველი მხატვრის, თეიმურაზ (მურაზ) მურვანიძის, შექმნილი ფარდა დაამშვენებს, რომელიც უკვე მზადდება.

ამ ეტაპზე ასევე მიმდინარეობს: გათბობა-გაგრილების დანადგარების მონტაჟი და ტესტირების პროცესი; შიდა კედლების გამაგრება და დამუშავება; იატაკის მოწყობა; სახანძრო რეზერვუარის მშენებლობა; მიმდინარეობს სცენის კონსტრუქციების გეოლოგიური კვლევა; რესტავრაცია უტარდება დარბაზის სკამებს. ასევე მიმდინარეობს სხვა კოსმეტიკური სამუშაოები.

შეგახსენებთ: კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის 2021 წლის 15 აპრილს ქუთაისის ოპერის თეატრში  ვიზიტისას გამოიკვეთა შენობის რეაბილიტაციის საჭიროება. პროექტის მოსამზადებლად კულტურის სამინისტროს დაფინანსებით ჩატარდა თეატრის შენობის ძირეული ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა. კვლევა მოიცავდა არქიტექტურულ, კონსტრუქციულ, საინჟინრო, ინტერიერის დიზაინისა და სხვა ნაწილებს.  რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა 2022 წლის 21 ოქტომბერს დასრულდა. 2022 წლის თებერვალში სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა არქიტექტურულ-საპროექტო კომპანია შპს „ჯორჯიან ჰაუსმა“. აკუსტიკის დიზაინისა და ტექნოლოგიური ნაწილის პროექტი „ჯორჯიან ჰაუსის“ დაკვეთით საერთაშორისო გამოცდილების მქონე ფინურმა კომპანია „აკუკონმა“ შეიმუშავა, ქუთაისის ოპერის სარემონტო სამუშაოებს კი კომპანია  „ბრიტანია ქონსთრაქშენი“ ასრულებს,"-აცხადებენ უწყებაში. 

სარეაბილიტაციო სამუშაოები თეატრში 2025 წლის დასაწყისში დასრულდება.


ტეგები:

Facebook - კომენტარები