TOPNEWS » მთავარი თემა » საჩხერეში სტიქიამ ორი სოფელი დააზიანა

საჩხერეში სტიქიამ ორი სოფელი დააზიანა

საჩხერეში სტიქიამ ორი სოფელი დააზიანა

სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს საჩხერის სოფლებში -ჭალოვანსა და ხვანში. 

წვიმის სახით მოსულმა ნალექმა პრობლემები შექმნა საჩხერის მუნიციპალიტეტის ჭალოვანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში- ჭალოვანსა და ხვანში.

საჩხერის მერიის ინფორმაციით, ღვარცოფულმა მოვლენებმა გამოიწვია ცენტრალური საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთის პარალიზება. 
ადიდებულმა მდინარე ,,ფიცხავამ” სოფელ ჭალოვანის ფიცხავეების უბანში დააზიანა 1 კმ-მდე ცენტრალური გზა და მასზე არსებული ხიდ-ბოგირი. ასევე  სანიაღვრე, ნაპირსამაგრი ნაგებობები და გაბიონები.  

 “სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად მუშაობს შესაბამისი ტექნიკა. 

ადგილობრივი ხელისუფლება, შესაბამის სამსახურებთან ერთად,  ჩართულია სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში. ადგილზე იმყოფება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი.

 ამ დროისათვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია. დაზიანებული ხიდის მიმდებარედ მოეწყო შემოვლითი გზა. 
“ფიცხავეების“ უბნის გზის აღსადგენად მიმდინარეობს სამუშაოები.

“გასულ ღამეს მოსულმა წვიმამ დიდი ზიანი მიაყენა ჭალოვანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებს ჭალოვანსა და ხვანს. 

ჩვენ წუხელ ღამესვე დავიწყეთ შესაბამისი სამუშაოები, რომ აღნიშნული სოფლების მოსახლეობას საფრთხე არ შექმნოდათ. ჩვენთან ერთად აღდგენით სამუშაოებს გაეცნო იმერეთის მხარის სახელმწიფო-რწმუნებული ლევან ზალკალიანი. დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება,“-ლევან ივანაშვილი.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu