რეკლამა

სოფელ ნერგეეთის ტრაგედიას 20 სტუდენტი ემსხვერპლა

სოფელ ნერგეეთის ტრაგედიას 20 სტუდენტი ემსხვერპლა

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში სტიქიურ უბედურებას ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ემსხვერპლა.
"აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სოფელ ნერგეეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს. სტიქიურმა მოვლენამ იმსხვერპლა ჩვენი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ნია რობაქიძე. ნია გარდა იმისა, რომ იყო წარჩინებული სტუდენტი, სახელმწიფო სტიპენდიატი, გამორჩეული ადამიანური თვისებებით შემკული მეგობარიც იყო! აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ინგლისური ენის დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სტიქიის დროს დაღუპული სტუდენტის, ნია რობაქიძის გამო. ვუსამძიმრებთ და თანაგრძნობას ვუცხადებთ ნია რობაქიძის ოჯახს, ნათესავებსა და მეგობრებს!,"-აცხადებენ უნივერსიტეტში. 

ტეგები:

Facebook - კომენტარები