ბაღდათის სოფელ პირველ ობჩაში, მთისძირის დასახლებაში 230 ოჯახს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება.
დასახლებაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.
"სასმელი წყლის სისტემის სამშენებლო
სამუშაოებს კომპანია " ვაბე" ასრულებს. ტენდერის პირობების თანახმად, სოფელ პირველ ობჩაში მთისძირის დასახლებაში აშენდა ახალი წყლის შემგროვებელი სათავე ნაგებობა და დაიქსელა მილები. აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
სოფელ პირველ ობჩაში მთისძირის უბნის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა წლების მანძილზე აწუხებდა. ახალი წყალმომარაგების სისტემა მალე ექსპლოატაციაში შევა და ადგილობრივებს ხარისხიანი წყლი უწყვეტად ექნება,"-აცხადებენ ბაღდათის მერიაში.