ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითში სახალხო დღესასწაული „ხრეითობა 2024“ გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო შეჯიბრი დოღში, ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და ბაგირის გადაწევაში. ასევე მოეწყო ადგილობრივ მეწარმეთა ნამუშევრების გამოფენა- გაყიდვა, მეკლდეურთა თანამედროვე აღჭურვილობის გამოფენა, ბავშვებისთვის თოჯინების წარმოდგენა „მიმი და სეიკოს უცნაური თავგადასავალი“, ანიმატორების შოუ.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ წარმატებული ხრეითელები, ასევე ის ხრეითელი ახალგაზრდები დააჯილდოვა, ვისაც წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალი ქულები დაუფიქსირდათ. ხელისუფლების პირველმა პირმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.
სპორტულ შეჯიბრში გამარჯვებულები მერის წარმომადგენელმა ხრეითის ადმინისტრაციულ ერთეულში -არჩილ ჯაფარიძემ დააჯილდოვა.
ღია ცის ქვეშ შეკრებილების წინაშე კულტურის ცენტრის შემოქმედებითი კოლექტივები, ასევე, მოწვეული სტუმრები წარსდგნენ.
ხრეითობის დღესასწაული პირველად 2022 წელს ჩატარდა.