ნორვეგიელ ფორვარდ ბიორნ იონსენს ჰოლანდიის ერედივიზიეში 69 მატჩში 28 გოლი აქვს გატანილი, როდესაც ის დენ ჰაგის, ალკმაარისა და ბოლოს 2022-23 წლებში კამბურის ღირსებას იცავდა.
2020 წელს ის ულსან ჰიუნდაისთან ერთად (სამხრეთ კორეა) ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა, ასევე მოიგო აზიის ჩემპიონთა ლიგა, სადაც 9 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
ბიორნ იონსენი ასევე თამაშობდა ჰართსში (2016-2017), სადაც შოტლანდიური პრემიერლიგის სეზონი 6 გოლით დაასრულა, იყო როსენბორგსსა (2019 წელი) და მონრეალში (2021-22).
"ტორპედო"-ს ახალწვეულს ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 16 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.
კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა.